საქართველო რომ უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა,
უკვე მთელი მსოფლიოსთვისაც აღარ წარმოადგენს სიახლეს.
ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მიწა განსაკუთრებით ნაყოფიერია ვაზის სხვადასხვა ჯიშისათვის იმდენად, რამდენადაც აქ საოცრად ერწყმის ერთმანეთს კავკასიონის მიერ შექმნილი ზომიერი ჩრდილი, მთისა და ზღვის ჰაერი, წლის ოთხივე სეზონის არსებობა. მინერალური წყაროები და ნოყიერი ნიადაგები არომატის გასაოცარ მრავალფეროვნებას უქმნის ყველა სახის მოსავალს საქართველოში, განსაკუთრებით ყურძენს, რაც აუცილებლად აისახება ღვინოზეც.
ისტორიულად მეღვინეობით განსაკუთრებით განთქმულია კახეთის რეგიონი. როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ისე კახეთის მეღვინეობასაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქართველი მეღვინესთვის ღვინის წარმოება მხოლოდ საქმიანობა არ არის. ღვინის შექმნას მეღვინე ყოველთვის იწყებს ლოცვით, საუკეთესო განწყობით, მხიარულებით. ამიტომაც ამბობენ, რომ ქართულ ღვინოში ქართველი კაცის სული და გული დევს.