„თი'ღვინოს“ ღვინის შექმნა მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციებს უკავშირდება. მეღვინეობა და ღვინის დამზადების ოჯახური ტექნოლოგია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სოფ. შილდაში, იმერლიშვილების ქართულ ტრადიციულ ოჯახში. დროთა განმავლობაში ტრადიცია მასშტაბურ საქმიანობად გადაიქცა და სავენახე მეურნეობის გაფართოების იდეით გაერთიანდა რამდენიმე ადამიანი. ასე შეიქმნა მეღვინეობის კოოპერატივი „ვინოგრაფი“. სოფ. შილდაში აშენდა ღვინის ქარხანა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვა ღვინის წარმოებისათვის საჭირო დანადგარებით, სათანადო ინვენტარით და ღვინის რეზერვუარებით. ამჟამად „თი'ღვინოს” საკუთრებაში შედის ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე 22 ჰექტარი ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითელის და საფერავის ყურძნის ჯიშები.
„თი'ღვინომ“ გააერთიანა ოჯახური ტრადიციები და ევროპული ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა უმაღლესი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ღვინოები უნიკალური მრავალფეროვანი არომატებით: საფერავის წითელი მშრალი და რქაწითელის თეთრი მშრალი. ღვინო ამსოლუტურად შეესაბამება და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მინიჭებული აქვს ISO-ს ხარისხის სერტიფიკატი. „თი'ღვინოს“ ღვინოებს თამამად შეუძლიათ დაამშვენონ ნებისმიერი საქმიანი თუ სადღესასწაულო სუფრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.