რქაწითელი
თეთრი მშრალი ღვინო
2022
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფ. შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში გაშენებული რქაწითელის ჯიშის საუკეთესო ყურძნისაგან. 100%-ით ნატურალური თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია ჭაჭაზე დაყოვნებით კახური ტრადიციული მეთოდით, გამოირჩევა სურნელით, ქარვისფერით, ჯიშური უნიკალური არომატით და ზომიერი სიმაგრით. ხასიათდება ცოცხალი ტონებით, აქვს ჩირის და მინდვრის ყვავილების არომატი. რეკომენდებული კერძები: ზღვის პროდუქტები, ყველი, თევზი, შემწვარი ხორცი. შენახვის ტემპერატურა: +5°C დან +18°C-მდე.
Alc. 13,0%
750 ml.
საფერავი
წითელი მშრალი ღვინო
2021
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფ. შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის საუკეთესო ყურძნისაგან. 100%-ით ნატურალური წითელი მშრალი ღვინო: გამოირჩევა სურნელით, ფერით, ჯიშური უნიკალური არომატით და ზომიერი სიმაგრით.
ფერი: მუქი ბროწეულისფერი,
არომატი: ხასიათდება ალუბლის, მაყვლის და წითელი კენკრის ტონებით. გემო: სასიამოვნო მჟავიანობის მქონე დახვეწილი ღვინო, ხანგრძლივი დაბოლოებით.
რეკომენდირებული კერძები: შემწვარი და მოხარშული ხორცი, დესერტები, ყველი, თევზი.
შენახვის ტემპერატურა: +5°C დან +18°C-მდე.
Alc. 13,0%
750 ml.